“აუდიტორია 115” განცხადებას ავრცელებს

AUDITORIA 115პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომასა და ამ სხდომიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, “აუდიტორია 115” განცხადებას ავრცელებს.

“5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე. “აუდიტორია 115”-მა კიდევ ერთხელ წარადგინა ინიციატივა კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. სხდომას დაესწრო ყველა დაინტერესებული მხარე, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი აზრი მოცემულ საკითხზე.

სხდომის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვა წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის საკმაოდ პოზიტიური და მიმართული რეალური ცვლილებების განხორციელებისაკენ. კერძოდ, არსებულ მდგომარეობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველა იზიარებს პოზიციას, რომ თვითმმართველობის ამჟამინდელი სტრუქტურა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას. ყველა თანხმდება, რომ არცერთ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს მონოპოლია უნივერსიტეტის ფინანსებზე და სტუდენტებს უნდა შეეძლოთ თანაბრად ისარგებლონ უნივერსიტეტის მატერიალური და ტექნიკური რესურსებით. აგრეთვე, სტუდენტების არჩევა ფაკულტეტის საბჭოებში უნდა მოხდეს პირდაპირი, ფარული, გამჭვირვალე კენჭისყრის საფუძველზე და არა რომელიმე სტრუქტურის ან ჯგუფის გავლით.

საბოლოოდ, კომიტეტმა ყველა დაინტერესებული მხარისთვის განსაზრვრა დრო (მაქსიმუმ ორი კვირა), რომელ ვადაშიც უნდა წარვადგინოთ დასაბუთებული დოკუმენტი, საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით, რომელშიც არგუმენტირებულად იქნება გაწერილი, თუ რატომ უნდა მივიღოთ კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები.

“აუდიტორია 115” დაჩქარებული წესით იწყებს აღნიშნულ თემებზე მუშაობას და უახლოეს დღეებში წარუდგენს განათლების კომიტეტს აღნიშულ დოკუმენტს. ვფიქრობთ, არგუმენტების შეჯერების შემდეგ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

“აუდიტორია 115″-ის საერთო კრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხის საბოლოო დადასტურებამდე ვრჩებით სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში”,-ნათქვამი განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა