სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“ საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს.
როგორც ისინი აცხადებენ, არ ცნობენ დღეს თსუ-ში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობას.
„აუდიტორია 115“-ის წევრები აქციების გამართვას გეგმავენ და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.