აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს აუდიტის სამსახურში. სახელმწიფო უწყებაში კითხვები ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომრის საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით აქვთ.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუჩნდა კითხვები და ისინი საუბრობდნენ იმ ფაქტებზე, რომელიც შესაძლოა ეხებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვას და ასევე საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას.

“მიზეზი ყველამ კარგად იცით. ეს არის ჩვენი პროგრამა – სოციალური სახლი, რომელიც ითვალისწინებს სამ კატეგორიას – ეს არის ავარიული სახლები, მეწყერ საშიში ზონიდან ხალხის ჩამოყვანა და ე.წ. ოცნების ქალაქები, რომელიც შეიქმნა ბოლო 4 წლის განმავლობაში აჭარაში, ამ მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა. ასე, რომ მოლოდინებს გეტყვით, შევდივართ, გავესაუბრებით და რომ გამოვალ გეტყვით პასუხებს. რაც არ უნდა იყოს, მოლოდინი არის ერთი – ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ“ – განაცხადა ვარშალომიძემ.

პარალელურად, აუდიტის სამსახურთან მიმდინარეობს ვარშალომიძის მხარდამჭერი აქცია, სადაც იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების ნაწილი. ისინი ვარშალომიძის გამოკითხვას ეწინააღმდეგებიან.

banner
წინა სტატიაშილონდონის მეტროში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია(video) თურქეთში ნატოს სამხედრო ბაზის სიახლოვეს ძლიერი ხანძარია