აუდიტის სამსახურს საპატრიარქოს შემოწმების უფლება არ აქვს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ შემოწმების მიზნით აუდიტის სამსახური საპატრიარქოში უნდა შევიდეს, აღნიშნული უწყება გამოეხმაურა.  როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, მათ კანონის მიხედვით ამის უფლება არ აქვთ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის კანონის მე-17-ე მუხლის მეორე პუნქტის “დ” ქვე პუნქტის თანახმად, აუდიტის შემოწმება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

” კანონის მიხედვით აუდიტის სამსახურს არ აქვს საპატრიარქოს შემოწმების უფლება”, – განმარტავენ უწყებაში.

 

banner
წინა სტატიაშითბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის საკრებულოები სუსტია – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის შედეგები
შემდეგი სტატია“წლის ადამიანი” გერმანიის კანცლერი გახდა