აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ფარცხალაძეზე – ამ პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვამ თბილისის ბიუჯეტი დააზარალა

მერია უმეტეს შემთხვევაში აუქციონებს აცხადებდა შემზღუდავი პირობით, ასეთ აუქციონებში კი მცირდებოდა საწყისი საპრივატიზაციო ფასი და შესაბამისად, მიწების გასხვისებაც ხდებოდა არასაბაზრო ღირებულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მამრიკიშვილმა განუცხადა.

მამრიკაშვილის თქმით, აუდიტის სასამხურის მიერ მერიის საკუთრებაში არსებული ქონების და განკარგვის თაობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს, გამოვლინდა 10 შემთხვევა, როცა მერიის მიერ შემზღუდავი პირობის დაწესება მოხდა ისე, რომ არსებობს რისკი აღნიშნული მორგებული ყოფილიყო კონკრეტული პირების ინტერესებზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თბილისის მერიის მიერ 2015-2016 წლებში უძრავი ქონების პრივატიზების შესაბამისობის აუდიტი. გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები, მათ შორის სისტემური ხასიათის, რომელზეც აუდიტმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. ნაკლოვანება გულისხმობდა იმას, რომ მერია უმეტეს შემთხევაში აუქციონებს აცხადებდა შემზღუდავი პირობით, ასეთ აუქციონებში მცირდებოდა საწყისი საპრივატიზაციო ფასი, შესაბამისად, რადგანაც შემცირებული ღირებულებით იყო გამოცხადებული და მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, არ ფიქსირდებოდა კონკურენცია და მიწების გასხვისებაც ხდებოდა არასაბაზრო ღირებულებით.

საუბარია 500 ობიექტზე. ჩვენი შესწავლით გამოვლინდა, რომ ნაწილზე შესაძლებელია იყოს ობიექტური გარემოება, თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებულია მინიმუმ ათი ფაქტი, რომელზეც, ჩვენი მოსაზრებით, არსებობს რისკი, რომ პირობები მორგებული იყო კონკრეტული პიროვნებების ინტერესებს“, – განაცხადა გირგი მამრიკიშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვას, მამრიკიშვილის თქმით, კონკრეტულ გვარებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში მერიამ პროცესი გააჭიანურა და ისე წარმართა, რომ ზიანი მიადგა თბილისის ბიუჯეტს.
„სტანდარტის შესაბამისად, ჩვენ კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვსაუბრობთ, ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია სისტემურ დარღვევაზე, რაც გამოვლინდა მერიაში და ამან გამოიწვია, ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის თქვენს მიერ ხსენებული პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვით ზიანი მიადგა მერიის ინტერესებს. თანხობრივად ვერ ვიტყვით რამდენია ზარალი, რადგან ჩვენ ვერ ვადგენთ ამას, მაგრამ ვამბობთ, რომ მერიამ გააჭიანურა პროცესი, რამაც დააზარალა ბიუჯეტი. მოქალაქეს, რომლის მიწაზეც გზა გავიდა, თავიდან არ აუნაზღაურეს კომპენსაცია, ბოლოს კი იმაზე მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე გადაიხდიდნენ პროცესის სწორად წარმართვის დროს“, – განაცხადა გიორგი მამრიკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ეჭვია გამოთქმული. კერძოდ, აუდიტის სამსახურის აზრით, „არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რადგან აუქციონი შემზღუდავი პირობით იყო გამოცხადებული, შედეგად ფარცხალაძის კომპანიისთვის აუქციონში დაწესებული საწყისი ფასის განსაზღვრა საბაზროზე ნაკლები ღირებულებით მოხდა.

banner
წინა სტატიაში,,როცა პარლამენტში საკამათოდ მოდიან, კონკრეტული არგუმენტებით უნდა მოვიდნენ და არა არაკორექტული გამონათქვამებითა და პიარსტრატეგიებით “
შემდეგი სტატიანათია კუპრაშვილი – 2015 წელს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა შეეზღუდა, ამის შემდეგ წავიდა ტელევიზიებში რეკლამის მატების ტენდენცია