ატომური შეთანხმება საფრთხის ქვეშ არის: ტრამპის ახირება?

როგორც ელოდებიან, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს გამოაცხადებს აშშ-ს ირანთან გამორმებული ატომური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ამ ხელშეკრულებაზე, მსუბუქად რომ ითქვას, ენთუზიაზმის გარეშე საუბრობდა, და მას “კატასტროფას”, “ყველაზე ცუდ შეთანხმებას”, “სიგიჟეს” უწოდებდა.
უკვე ორჯერ ტრამპმა კონგრესს არ დაუდასტურა თეირანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულება, თუმცა, კონგრესმენები ჯერ არ ჩქარობენ სანქციების რეჟიმი სრული მოცულობით აღადგინონ.

თეთრი სახლიდან მიღებული შეტყობინებები იმას ნიშნავს, რომ დღესაც პრეზიდენტი მხოლოდ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აშშ-ს არ გამოიყვანს შეთანხმებიდან. თუმცა, დარწმუნებით არაფრის მტკიცება არ შეიძლება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი აშშ გამოვიდა შეთანხმებიდან?
“თანამედროვე ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა” – ასე ქვია ოფიციალურად ირანთან ატომურ პროგრამაზე დადებულ ხელშეკრულებას, მას ხელი 2015 წელს ირანმა, აშშ-მ, ბრიტანეთმა, რუსეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოაწერეს.

ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესაბამისად, ირანი ვალდებული იყო:
– ურანის გამდიდრების პროგრამა დაეხურა და არსებული მარაგი 98%-ით შეემცირებიბა,
– ორი მესამედით შეემცირებინა გაზის ცენტრიფუგები, რომელიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება,
– 15 წლის მანძილზე არ უნდა აეშენებინა ქარხნები მძიმე წყლის საწარმოებლად,
– 15 წლის მანძილზე ურანი გაემდიდრებინა მხოლოდ 3,67%-ით, და მხოლოდ ცენტრიფუგების ერთ ქარხანაში, რომელიც პირველი თაობისაა – 10 წლის მანძილზე,
ატომურ ობიექტებზე ინსპექტორები რეგულარულად დაეშვა.

შეთანხმებას გაერო მხარს უჭერდა (რეზოლუცია 2231) და ზოგადად, მსოფლიო თანამეგობრობაც. გამონაკლისი იყო მხოლოდ ისრაელი, რომელიც შეთანხმებას “ისტორიული მასშტაბის შეცდომას” უწოდებდა და ამბობდა, რომ თავს არ თვლის შეთანხმებულ პირობებზე დამოკიდებულად.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ექსპერტმა მაშინათვე შენიშნა, რომ პირობები ირანისთვის იმაზე მეტად მისაღები იყო, ვიდრე დასავლეთისთვის,და რომ ის თეირანს ატომური იარაღის საწარმოებლად დიდად არ ზღუდავდა.

დონალდ ტრამპი იგივეს თვლის: შეთანხმება ირანის ატომურ პროგრამას მხოლოდ დროებით ზღუდავს და არანაირად არ გამორიცხავს ბალისტიკური რაკეტების შექმნას. გარდა ამისა, სანქციების მოხსნით ირანმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიიღო, რომელიც, ტრამპის აზრით, იარაღის შექმანზე და ტერორიზმის მხარდაჭერაზე დაიხარჯება. ტრამპი მოითხოვს ხელშეკრულების “დამღუპველი პუნქტები” შესწორდეს. ის კონგრესისგან მოითხოვს კანონმდებლობაში შესწორებები მიიღონ, რომელიც სანქციის მოხსნასა და შემსუბუქებას დაარეგულირებს. შესრორებებში უნდა ჩაიწეროს:
– რომ საერთაშორისო ინსპექტორებმა მათთვის საინტერესო ყველა ობიექტზე მისვლის წვდომა მიიღონ,
– უვადოდ შეიზღუდოს გარკვეული ტიპის საქმიანობა ატომური პროგრამის ფარგლებში და უფლება გასცენ დაუყოვნებლივ აღდგეს სანქციები, თუკი ირანი დაარღვევს თავის მოვალეობებს,
– არაოაზროვნად მიუთითონ, რომ ატომური იარაღის შექმნა და მისი მიწოდება ერთიდაიგივეა, და რომ ბალისტიკური რაკეტების წარმოება და გამოცდა მკაცრი სანქციებით დაისჯება.
– მოხდეს, ისე, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ატომურ იარაღთან ახლოს მისვლაც კი.

თეირანის რეაქცია მოსალოდნელად მკაცრი იყო. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანმა თქვა, რომ სანქციების აღდგენას, სერიოზული შედეგები მოყვება. ირანის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ იმ შემთხევვაში, თუკი აშშ დატოვებს შეთანხმებას, მას დატოვებს ირანიც და ამასთანავე, ეგამოვა ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდან.

გამდიდრებული ურანის უკან დაბრუნებაც სირთულეს არ წარმოადგენს – სხვათა შორის, ამაზე სამი წლის წინ, როცა ირანთან მოლაპარაკებები დაიწყო, სკეპტიკოსები საუბრობდნენ.
ტრამპი ირანს, ჩვეულ მანერაში, საპასუხო ზომებით დაემუქრა. ემანუელ მაკრონმა, როცა ტრამპტან სტუმრად იყო, ირანთან ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, სადაც იმ ასპექტებზე იქნებოდა საუბარი, რას ამერიკას ადარდებს, მაგრამ საბოლოოდ, ჩანს, რომ მიზანს ვერ მიაღწია.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ში ყოფნისას, ასევე მოუწოდა ტრამპს შეთანხმებიდან არ გავიდეს. ჩინეთი, რუსეთი და ევროკავშირი შეთანხმებას მხარს უჭერენ.

თეორიულად შეთანხმებას აშშ-ს გარეშეც შეუძლია ფუნქციონირება. ნახევარი წლის წინ ევროპელი დიპლომატები აფრთხილებდნენ ამერიკის ადმინისტრაციას, რომ ევროპა მზად არის თეირანის მისამართიოთ სანქციები დაბლოკოს, თუკი ირანი ხელშეკრულების პირობების შესრულებას გააგრძელებს. რადგანაც, აშშ-ს პრაქტიკულად არა აქვს ირანთან სავაჭრო კავშირები, ვაშინგტონის ცალმხრივ სანქციებს ირანში ვერც შეიგრძნობდნენ. სხვა საქმეა სანქციები ჩინეთიდან, რუსეთიდან და ევროპიდან.
თუმცა, საკითხი ასე დგება – მოუნდება თუ არა ევროპას ნატოს მთავარ პარტნიორთან მნიშვნელოვან საკითხებზე უსიამოვნებები, მაშინ როცა ის ისედაც დაძაბულია.
ჩინეთმა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან სრულმასშტაბური სავაჭრო ომი ემუქრება, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, დაუთმოს თუ არა თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, თუ შეასრულოს ირანთან თავისი ვალდებულებები.

არის კიდევ ერთი იურიდიული ფორმალობა: მაგალითად, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რომლის დროსაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, ირწმუნებოდა, რომ ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა ეს არ არის შეთანხმება, როგორც ასეთი, არამედ, პოლიტიკური ვალდებულებების აღებაა, რომელიც მასში მონაწილე ქვეყნებმა აიღეს საკუთარ თავზე.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფერედიკა მოგერინიმ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ რადგანაც ეს მრავალმხრივი შეთანხმებაა, რომელსაც გაერომ დაუჭირა მხარი, არც ერთ მხარეს არ შეუძლია მისი ცალმხრივ რეჟიმში გაუქმება.
თუმცა, აქვე, აშშ-ს შეუძლია დაეყრდნოს პრეამბულად, სადაც წერია, რომ მხარეებმა “თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც არ შეესაბამება შეთანხმების “სიტყვებს, მოწოდებას და ჩანაფიქრს”.

სიტუაციას პიკანტურობას ისიც სძენს, რომ ირანს შეთანხმება არანაირად არ დაურღვევია – ამბობენ ინსპექტორები, რომლებიც მას რეგულარულად ამოწმებენ. თუმცა, აქაც ყველაფერი წესრიგში არ არის – ირანმა უკვე ორჯერ დაარღვია მძიმე წყლის მარაგის ნორმა, კერძოდ, ტრამპის არჩევის პერიოდში ირანში 130,1 ტონა მძიმე წყალი იყო, მაშინ, როცა მისი ლიმიტი 130 ტონაა. საერთაშორისო ინსპექტორები ამბობენ, რომ ირანმა ისინი შეუშვა ყველა ობიექტზე, რომელიც მათ მოითხოვეს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიშსსმ – 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიაკანის ფესტივალზე სელფის გადაღება აკრძალეს