ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით რეფორმირების მხარდაჭერა დაადასტურა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორთან, იუკია ამანოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით სააგენტოს როლი და საქმიანობა. ამასთან, ისაუბრეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

გენერალურმა დირექტორმა ქართულ მხარეს დაუდასტურა საქართველოში მიმდინარე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულების რეფორმირების მხარდაჭერა და სააგენტოს ინტერესი გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს 16-18 აპრილს სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე – ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ არის ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული სამწუხარო სიურპრიზის მოწმე