ათონელის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად, სახლის სახურავიდან რკინის ფილები ჩამოცვივდა და ავტომობილს დაეცა

ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, ათონელის N27-ში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან რკინის ფილები ჩამოცვივდა და ავტომობილს დაეცა.

რკინის ფილებმა ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, შენობა ავარიულია და ის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვლია მოსალოდნელია.

banner
წინა სტატიაშისოხუმი–ერევნის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ვინც დაჯდება ქართველი ერის მოღალატეა
შემდეგი სტატიარას მალავს საქართველოს ხელისუფლება-სანრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს