ათობით ათასი სამხრეთკორეელი პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს

9დღეს სამხრეთ კორეაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა მიტინგზე, სადაც პრეზიდენტ პაკ კინ ხეს გადაყენებას ითხოვდნენ – სააგენტო “იენხალი” ავრცელებს.
გამომსვლელებს ჰქონდათ პლაკატები წარწერით “წადი პაკ კინ ხე”. დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები, მიტინგს სეულის მერი პაკ ვონსუნიც შეუერთდა.
პოლიცია დემონსტრანტების რიცხვის გაზრდას ელოდება. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ პროტესტანტების რიცხვი მილიონამდე გაიზრდება.
უსაფრთხოების მიზნით ქალაქში 25 ათასი პოლიციელია მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშითურქულმა არმიამ 18 ისლამისტის განადგურების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს