ათობით ათასი ადამიანი მეფესთან გამომშვიდობების რიგში დგას

6ბანკოკის დიდ სასახლესთან მრავალათასიანი რიგი დგას – ტაილანდელები მეფეს ემშვიდობებიან. შავებში ჩაცმულ მგლოვიარეებს მცირე ჯგუფებით უშვებენ სასახლეში, რომ მათ სამძიმრის წიგნში ჩანაწერების გაკეთება შეძლონ.

ტაილანდში მეფე პხუმიპონ ადულიადეტის გარდაცვალების გამო 30 დღიანი გლოვის დღეა, რომელიც ორი დღის წინ 88 წლის ასაკში გარდაიცვალა – ის ტახტს 70 წელი მართავდა.
ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერი ზეიმისაგან შეიკავონ თავი, მთელ ქვეყანაში დაშვებულია სახელმწიფო დროშები, გაუქმებული ან გადატანილია კონცერტები, კინოპრემიერები, სპორტული ღონისძიებები.

ტაილანდის მეფე პხუმიპონ ადულიადეტი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უკანასკნელი წლების მანძილზე მეფე ხალხთან იშვიათად ჩნდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2014 წლის შემოდგომით მას ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს, 2016 წელს კი გულის ოპერაცია გაუკეთდა.
პხუმიპონ ადულიადეტი ტახტს 1946 წლიდან განაგებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდში მეფეს, ფაქტობრივად არანაირი ძალაუფლება არა აქვს, მას ქვეყანაში ძალიან დიდი პატივს სცემენ. ადგილობრივებისათვის მონარქი სტაბილურობის სიმბოლოა. ნებისმიერი შეურაცხყოფა, რომელიც მეფის მისამართით იქნება წარმოთქმული, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ერთადერთი ავიამზიდი სირიის სანაპიროებში გადაისროლა
შემდეგი სტატია“ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს “ქართული ოცნების” სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა”