“ათობით ადამიანი არ შემოვუშვით ქვეყანაში, დავბლოკეთ,”- ვახტანგ გომელაური

“ათობით ადამიანი არ შემოვუშვით ქვეყანაში, დავბლოკეთ”, – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

გომელაურის თქმით, 13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიკრიბა და საგანგებო სხდომა გაიმართა. გომელაურის განცხადებით სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების ნორმები ქვეყანაში გამკაცრდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საზღვრებზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

banner
წინა სტატიაშიევრაზიის თანამშრომლობის ფონდი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: სასაზღვრო კონტროლის რეჟიმის გაძლიერება არანაირ შეზღუდვას არ ნიშნავს