ათენში ჩასულმა ერდოღანმა ისტორიული მიმართვა გააკეთა

65 წლიანი პაუზის შემდეგ თურქი პრეზიდენტი საბერძნეთს პირველად ეწვია. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ჩასვლას ათენი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებითა და ჩვეული სტუმართმოყვარეობით შეხვდა. საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასთან შეხვედრის დროს, ერდოღანმა ბერძენი ხალხისადმი ისტორიული მიმართვა გააკეთა, რომელიც საბეძნეთ თურქეთის ურთიერთობებში ახალი ერის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. „ჭიქის ცარიელ ნაწილს თავი დავანებოთ და სავსე მხარეს შევხედოთ… მოლაპარაკებები მასზე უნდა ავაგოთ. სინამდვილეში ჩვენს ხალხებს საერთო ბევრი მხარე აქვთ. საკმარისია იდეოლოგიური აკვიატებების მქონენი გვერდზე გავწიოთ. თურქეთს არც ერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე თვალი არ უჭირავს. ჩვენ წარსულში ერთმანეთთან ძალზედ ახლოს მყოფი ქვეყნები ვართ. აქ ჩვენი თანამემამულეები გვყავს, ჩვენთან კი თქვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. ნეტავ წარსულში დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამო ზოგ ბერძენ მოქალაქეს ჩვენი ქვეყანა არ დაეტოვებინა. შეცდომებს უკვე ისტორიას ვაბარებთ. მომავალი უფრო მყარ საძირკველზე უნდა ავაშენოთ.

ამისათვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. თუ მართლაც სიტყვის ერთობის, საერთო აზრის შექმნას შევძლებთ, ყველაფერ ამას მოვაგვარებთ.“ თავის მხრივ, საბერძნეთის პრემიერი ციპრასი, თურქეთ-ევროკავშირის 2016 წლის 18 მარტის მიგრანტთა შეთანხმებას შეეხო და აღნიშნა: „თურქეთმა დაპირებების შესრულებით და ეგეოსის ზღვაში მიგრანტთა ნაკადის შემცირებით ხელშეკრულებისადმი ერთგულება აჩვენა. მჯერა, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ათეულობით წლის შემდეგ განხორციელებული ეს პირველი ვიზიტი მომავალში გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.“

banner
წინა სტატიაში,,სააკაშვილმა ,,ბოევიკები,, შემოიკრიბა,,
შემდეგი სტატიასააკაშვილის მიერ დაწყებულ პროცესს ვერ შეაჩერებენ