ათენის ცენტრში ორმა მიგრანტმა თავის ჩამოხრჩობა სცადა

ათენის ცენტრში ორმა მიგრანტმა თავის ჩამოხრჩობა სცადა

10ორმა პაკისტანელმა მიგრანტმა ათენში თავის ჩამოხრჩობა სცადა – Daily Mail-ი წერს.
სუიციდის ფაქტი შემთხვევითმა გამვლელებმა აღკვეთეს. ერთ-ერთი მიგრანტი დროის გარკვეული მანძილზე უგონოდ იმყოფებოდა. ორივე მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მათი მეგობრები ამბობენ, მომხდარის მიზეზი მაკედონიის საზღვრის გადაუკვეთელობაა.
საბერძნეთში მიმდინარე მომენტში 20 ათასი მიგრანტია შეკრებილი, რომლებსაც სხვა ქვეყნებში გადასვლა არ შეუძლიათ.
ქვეყნის პრემიერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთი არ აპირებს “მიგრანტების საგანძური” გახდეს და თუკი ევროკავშირის სხვა ქვეყნები მიგრანტების მიღებისგან თავს შეიკავებენ, საბერძნეთი დაბლოკავს ყველა შეთანხმებას ევროკავშირთან – თქვა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შესახლოა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს
შემდეგი სტატიაქუთაისს სამი დღით გაზმომარაგება შეუწყდება