ათასობით ერაყელმა დევნილმა უარი განაცხადა ფინეთში ცხოვრებაზე

ათასობით ერაყელმა დევნილმა უარი განაცხადა ფინეთში ცხოვრებაზე

ათასობით მიგრანტი, რომლებიც 2015 წელს ფინეთში შევიდნენ, ნებაყოფლობით ამბობს უარს დევნილის სტატუსის მიღებაზე და სახლში ბრუნდება – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
უკვე დაახლოებით 4 ათასმა თავშესაფრის მაძიებელმა გაიწვია საკუთარი განცხადება. ხელისუფლების განცხადებით, მათი რიცხვი 5 ათასამდე გაიზრდება. სულ, ფინეთში გასულ წელს თითქმის 33 ათასი ლტოლვილი შევიდა, მათ შორის ორი მესამედი მამაკაცია. ზუსტად ისინი წერენ ახლა განცხადებებს საკუთარ სახლში დაბრუნების შესახებ.
“ჩემი პატარა ბიჭი ცუდად არის. სახლში უნდა დავბრუნდე” – განაცხადა ერაყელმა ალსაედ ჰუსეინმა ტურისტულ სააგენტოში ვიზიტისას, სადაც ის ბაღდადის ბილეთს ყიდულობდა. ფირმის მფლობელმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად ანალოგიური მიმართულებით დაახლოებით 15-20 ბილეთს ყიდის.

მიგრანტებიდან ზოგს საჭმელი არ მოსწონს, ზოგს კლიმატი, ზოგს კი საემიგრაციო კანონი, რომელიც უკანასკნელ ხანებში გამკაცრდა – ახლა მიგრანტებმა უფასოდ უნდა იმუშაონ რამდენიმე საათი კვირაში, გარდა ამისა, მოსახლეობაში ანტიმიგრანტული განწყობა გაიზარდა, რაც მათ ცხოვრებას უფრო ართულებს.

banner
წინა სტატიაშიშიდა და საგარეო-პოლიტიკური დანიშნულება კონფლიქტის პირობებში
შემდეგი სტატიაგაჩეჩილაძეს დირექტორობაზე უარი მეორედ ეთქვა