ათასობით ბრიტანელი მოსწავლე გაფიცვას გეგმავს

მომავალ სამშაბათს რამდენიმე ათასი ბრიტანელი მშობელი საკუთარ შვილებს უფლებას მისცემს სკოლაში არ წავიდნენ – ინფორმაციას “ბიბისი ნიუსი” ავრცელებს. ამგვარად, მშობლები განათლების სისტემის განსაკუთრებულ მომთხოვნელობას გააპროტესტებენ.

მოძრაობა Let our kids be kids-ის (უფლება მიეცით ჩვენს შვილებს იყვნენ ბავშვები) აქტივისტები აპროტესტებენ იმას, რომ დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ზედმეტად ტვირთავენ ბავშვებს. მშობლები აღნიშნავენ, რომ SAT ტესტები, რომელიც შეიცვალა, დაბალი კლასებისათვის რთულია. აქტივისტების თქმით, სირთულეებს ბავშვები ფსიქოლოგიურ წნეხამდე მიყავთ.

SAT (Scholastic Assessment Test – სკოლის შეფასების ტესტი) 1901 წლიდან ტარდება. ამ ეტაპზე მის ორგანიზებას ამერიკული ორგანიზაცია College Board უწევს. გამოცდა 3 საათი და 45 წუთი მიმდინარეობს და სამი ნაწილისგან შედგება.

banner
წინა სტატიაში,, ეს არის დანაღმულ ველზე შესვლა”
შემდეგი სტატია“ობიექტური მონაცემებით, “ქართული ოცნების” სიაში, მე უნდა ვიყო”