ათასი ავღანელი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდება

ათასი ავღანელი გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდება

ათასმა ავღანელმა ნებაყოფლობით გადაწყვიტა გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნება – გერმანიაში ავღანეთის საელჩოზე დაყრდნობით გერმანული მედია ავრცელებს.
დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში უნდათ დაბრუნება, საგრძნობლად გაიზარდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამის მთავარი მიზეზი ის შეზღუდვებია, რომელსაც ლტოლვილები ყოველდღიურად ეხებიან გერმანიაში.
გერმანიის შსს-ში განაცხადეს, რომ ის ავღანელები, რომლებიც ნებაყოფლობით დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყანაში, ფინანსურ დახმარებას 700 ევროს მიიღებენ.

გერმანიაში ავრანეთის ელჩის თქმით, სახლში დაბრუნების სურვილი ძირითადად 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა გამოთქვეს, დიპლომატის თქმით, “ისინი ხედავენ იმას, რომ გერმანიაში ცხოვრება ბევრად განსხვავდება იმისგან, როგორი წარმოდგენაც მათ ჰქონდათ”.

banner
წინა სტატიაშისირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩამოგდების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
შემდეგი სტატიაერდოღანმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში