ასწლოვანი ხე ბარჟიდან გადმოიტანეს

ასწლოვანი ხის გადატანის სამუშაოები კვლავ გრძელდება. სპეციალისტების დახმარებით ხე ბარჟიდან გუშინ საღამოს დაახლოებით 10 საათისთვის გადმოიტანეს. ასწლოვანი ხე ახლა ზღვაში ხელოვნურად გაყვანილ გზაზე მყოფ სატვირთო მანქანაზეა მოთავსებული.

სპეციალისტების განცხადებით იმისთვის, რომ მოხდეს სატვირთოს გადაადგილება და ხის დენდროლოგიურ პარკამდე მიტანა საჭიროა ბეტონის ფილების დაგება, რისი სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს.

მათივე თქმით, ხის დენდროლოგიური პარკიში მიტანა და ჩარგვა დღის ბოლომდე მოხდება. ამ დროისთვის ხე პარკიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – რესპუბლიკელები კოალიციიდან გასვლასა და თანამდებობების დატოვებაზე არ მსჯელობენ
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს