აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა

აშშ-ის ახალი სანქციები მტრული

თეთრი სახლის განცხადებით, სანქციები  სამ ორგანიზაციას შეეხოაშშ-მ უკვე აამოქმედა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები, ფხენიანის მიერ კინოკომპანია Sony Pictures-ისადმი განხორციელებული კიბერ შეტევის საპასუხოდ.

თეთრი სახლის განცხადებით, სანქციები  სამ ორგანიზაციას შეეხო, მათ შორის არის დაზვერვის სამსახური და იარაღით ვაჭრობის ექსპორტი, ასევე ამ ორგანიზაციების 10 თანამშრომელს, რომლებიც  რუსეთში, ირანში, სირიაში, ჩინეთსა და ნამიბიაში მუშაობენ. მათ აშშ-ს ფინანსურ სისტემებთან წვდომა შეუწყდათ, ასევე, ამერიკის მოქალაქეებს აეკრძალათ მათთან საქმიან კონტაქტში შესვლა.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს სანქციების მხოლოდ პირველი ეტაპია.

კიბერშეტევა  Sony Pictures-ზე კინოკომპანიის მიერ წარმოებულმა ფილმმა გამოიწვია. ფილმი ორი ჟურნალისტის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის  კიმ ჩენ ინთან მიდიან ინტერვიუს ჩასაწერად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 2015 წლის დადგომა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა
შემდეგი სტატია„ალ ქაიდას“ წევრი აშშ-ში გარდაიცვალა