აშშ ზრდის ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამი ბრიგადით გაზარდეს ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობა. უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.


„გასულ კვირას ვიმყოფებოდი ლიტვასა და ლატვიაში და დავესწარი ალიანსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს სატანკო ბრიგადის ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, აშშ-ს მიერ ბრიგადების რიცხვის გაზრდა მიზნად ისახავს ალიანსის წევრი სახელმწიფოებისადმი დახმარებას.

banner
წინა სტატიაშისომხეთი არ აპირებს გაგზავნოს სირიაში სამხედრო კონტიგენტი
შემდეგი სტატიაახალციხეში ირანის მოქალაქე არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირშია ეჭვმიტანილი