აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება. მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 2-დღიანი ვიზიტით ეწვია.

დღეს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

ხვალ, პირველ აგვისტოს კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსს ასევე, შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: გაზის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ბევრი მოქალაქის ცხოვრებას
შემდეგი სტატიააშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი რუსული სამხედრო აგრესიის