აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში(ფოტომასალა)

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის​ დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.

ხვალ, პირველ აგვისტოს კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსს ასევე, შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

 

banner
წინა სტატიაში“ბიბისი”:საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება
შემდეგი სტატიამაიკ პენსსთან შეხვედრაზე “თბილისი მარიოტში” 2 პარტია მიწვეული არ არის