აშშ უკრაინას 1 მილიარდიან ახალ კრედიტს მისცემს

აშშ უკრაინას 1 მილიარდიან ახალ კრედიტს მისცემს

10აშშ მზად არის უკრაინას ერთი მილიარდის მოცულობის კრედიტი გამოუყოს – უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს -წერს “ბიბისი”.
პოროშენკოს საიტზე განთავსებული განცხადების თანახმად, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დაადასტურა, რომ უკრაინამ ყველა საჭირო პირობა შეასრულა იმისათვის, რომ ფინანსური დახმარება მიიღოს.
აშშ-სა და უკრაინას შორის საკრედიტო გარანტიის წარდგენას ივნისში მოეწერა ხელი. შეთანხმების პერიოდი 5 წელია.
აღნიშნული კრედიტი 2014 წლიდან უკრაინის ფინანსური დახმარების შესახებ მესამე შეთანხმებაა.

მესამე ტრანშს 2015 წელს ელოდებოდნენ, თუმცა, მაშინ უკრაინამ მისი მიღება მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობის გამო ვერ შეძლო.
გასულ კვირას მსოფლიო სავალუტო ფონდმა უკრაინას მორიგი ერთი მილიარდი დოლარი გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბას პრეს-სამსახური დე-ფაქტო მინისტრის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაექს-პერზიდენტის შემდეგ ჟაკ შირაკის მეუღლეც ჰოსპიტალიზირებულია