აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს დადებითად აფასებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2017 12:02

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს დადებითად აფასებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯიმ მეტისმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თავდაცვის დეპარტამენტის შტაბბინაში შეხვედრისას აშშ-საქართველოს ურთიერთობა, რეგიონული უსაფრთხოება და სხვა საკითხები განიხილეს.

დეტალების შესახებ პენტაგონის სპიკერმა, დანა ვაითმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მეტისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ამ კუთხით აღებული ვალდებულებები, ასევე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში გაწეული ხარჯის ოდენობა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ს შეადგენს.

პენტაგონის სპიკერის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის მისიაში ერთგულად მონაწილეობისა და ვალდებულებისთვის, აშშ-სთან ერთად ჩართული იყოს მისიაში მის დასრულებამდე.

დანა ვაითმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორს ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში.

თავდაცვის მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი, მათ შორის მიმდინარე პარტნიორობა, რათა გაიზარდოს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მეშვეობით.

მეტისმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, გააგრძელოს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის ყოველწლიური ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნები და ტრენინგი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2018 წლიდან 46 მილიონით მცირდება.

უწყებისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზეა პასუხისმგებელი მომავალ წელს 702 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 5.6%-ია. ეს გასული 14 წლის განმავლობაში მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით თავდაცვის ხარჯების მინიმალური მაჩვენებელია.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ყველაზე მაღალი 2008 წელს იყო და ის 1.5 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენდა. ეს მაშინდელი ბიუჯეტის 26% იყო.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 14, 2017 12:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics