აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი რუსული სამხედრო აგრესიის

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

„აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი რუსული სამხედრო აგრესიის,“ – ეს განცხადება ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შედეგები საქართველოსთის უპრეცედენტო იქნება უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ზრდის კუთხით. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ის პარტნიორობის მნიშვნელობა განსაკუთრებულია.

„რუსეთი მოხვდა ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამ სანქციების გამო, შეუქცევადი პოლიტიკა საკანონმდებლო ხასიათიდან გამომდინარე, გაგრძელდება მანამ, სანამ იმ ყველა პრობლემის მოგვარება არ მოხდება, რის გამოც დაუწესეს სანქციები რუსეთს და ამ პრობლემების ჩამონათვალში შედის საქართველო,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მისი განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკის შეერთებული შტატების განწყობასა და დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

„მთავარია საქართველო დარჩეს დემოკრატიულ ქვეყანად და არ გადაუხვიოს თავის ღირებულებებს,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ბათუ ქუთელიას აზრით, რუსეთი საქართველოს მიერ დასავლეთის მიმართულებით გადადგმული ნებისმიერ ნაბიჯით გაღიზიანდება, თუმცა საქართველოს ახლა უნიკალური შანსი აქვს, რათა არსებული გეოპოლიტიკური მდოგმარეობა ნატოში გასაწევრიანებლად გამოიყენოს.

„საქართველო ისტორიის ამ უნიკალური ფანჯრის გახსნის წინ არის დასავლურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად. ეს არი ის, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, განვავითაროთ ახალი დემოკრატია,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატია“ბიბისი”:საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება