აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი

აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი

აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტიაშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს“, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მემორანდუმი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი, შეიარაღება.

„ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმატკიცებისთვის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან მნიშნველოვანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ დადასტურებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გამოქვენდა
შემდეგი სტატიასტამბოლის ტერაქტზე დაკავებულთა შორის გუანტანამოს ყოფილი პატიმარია