აშშ-ში ტუალეტის აეროზოლი “პუტინი” გამოუშვეს

აშშ-ში ტუალეტის აეროზოლი

ამერიკულმა კომპანიამ BlueQ, რომელიც სხვადასხვა სამომხმარებლო ნივთებს უშვებს, ტუალეტის აეროზოლი “პუტინი” გამოუშვა, რომელიც 11,99 დოლარი ღირს – პროდუქტი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეკვეთა შესაძლებელია.
ინოვაციური სპრეის შეფუთვაზე მისი თვისებები წერია. კერძოდ, კი, ცხენზე მჯდარი წელსზევით შიშველი პუტინი ირწმუნება: “მე ვებრძვი დათვებს, მე თქვენს ბინძურ საიდუმლოებებს ვინახავ, მე დავაჩოქებ სუნს”.
ინოვაციის ავტორებმა რუსეთის პრეზიდენტის გვარი გაათამაშეს. მათ “Putin”-ის ნაცვლად დაწერეს “Pootin”, რომელიც თითქმის ისევე იკითხება, თუმცა ინგლისური ენის მატარებლებში ის აღძრავს ჟარგონული სიტყვა “poo”-ის ასოციაციას, რაც დეფეკაციის  პროცესს ნიშნავს.

17 171 172

banner
წინა სტატიაშიკლინტონი ტრამპს მხოლოდ 0,9%-ით უსწრებს
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: 1800 ლარს ვიღებ ხელფასს ხელზე (ვიდეო)