აშშ-ში ტრამპი მუსლიმების ქვეყანაში შემოშვების აკრძალვის სურვილის გამო გააკრიტიკეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 8, 2015 15:23

აშშ-ში ტრამპი მუსლიმების ქვეყანაში შემოშვების აკრძალვის სურვილის გამო გააკრიტიკეს

აშშ-ში ტრამპი მუსლიმების ქვეყანაში შემოშვების აკრძალვის სურვილის გამო გააკრიტიკესთეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის სიტყვებს, მუსლიმების ქვეყანაში შემოშვების აკრძალვასთან დაკავშირებით, “ადამიანების შიშზე თამაში” უწოდა.

გუშინ დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში სროლის გამო მთავრობას მოუწოდა მუსლიმების შემოშვება ქვეყანაში დროებით შეწყვიტოს.
ტრამპის განცხადებამ ამერიკელების აღშფოთება გამოიწვია.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ ბენ როუდსმა განაცხადა, რომ ტრამპი ამერიკულ ღირებულებებს არღვევს და მას ეწინააღმდეგება.
პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ჯებ ბუშმა ტრამპის გამოსვლას “სიმშვიდის აღმაშფოთებელი” უწოდა, ჰილარი კლინტონმა კი – “დანაშაული, რომელიც დაპირისპირებას იწვევს”.

ტრამპის თქმით, მუსლიმები ამერიკას ვერ იტანენ და შესაძლებელია ამერიკელების ღირებულებები დარტყმის ქვეშ დააყენონ, ამიტომ სანამ “აშშ-ს მთავრობა გაარკვევს, რა ხდება, აუცილებელია საზღვრების ჩაკეტვა”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 8, 2015 15:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics