აშშ-ში ტერაქტების შესახებ ოფიციალურ გაფრთხილებას აკეთებენ

აშშ-ში ტერაქტების შესახებ ოფიციალურ გაფრთხილებას აკეთებენ

20“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები აშშ-ს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას შეეცდებიან – ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, ჯონ ბრენანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ ისინი შეეცდებიან მათი ხალხის და მასალების გადმოტყორცნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე” – განაცხადა ბრენანმა. გარდა ამისა, ტერორისტებმა შესაძლებელია აქცენტი გააკეთონ დაქირავებულ მკვლელებზე, რომელიც უკვე გადაბირებული ყავთ აშშ-ში, ფიქრობს უწყების ხელმძღვანელი.
“არა მგონია მათ წარმატებას მიაღწიონ” – აცხადებს ბრენანი და თვლის, რომ ტერორისტები დასავლეთსა და მუსლიმურ მსოფლიოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას შეეცდებიან. მან ასევე განაცხადა, რომ ევროპელი სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად, პარიზის ნოემბრის ტერაქტის შემდეგ, ბევრი ტერაქტის აღკვეთა გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ბრენანის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, სირიაში “ისლამურმა სახელმწიფომ” ქიმიური იარაღი გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ თურქეთს მოუწოდა სირიის ტერიტორიების დაცხრილვა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიაბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა