აშშ-ში შვილების მკვლელი წარმოშობით ყაზახი აღმოჩნდა

აშშ-ში შვილების მკვლელი წარმოშობით ყაზახი აღმოჩნდა

აშშ-ში დაღუპული ბავშვები ყაზახეთში იყვნენ ნაშვილები – განაცხადა ოჯახმა.
” მიმდინარე მომენტში მხილოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ორივე ბიჭი ჩემმა დამ ყაზახეთში იშვილა” – განაცხადა მოკლული ლანა კარლსონის დამ.
“ახლა მგლოვიარედ ვართ, ჯერაც ვერ გაგვიცნობიერებია რა მოხდა. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენს პირად ცხოვრებას” – დაამატა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

მკვლელობა პარასკევს, 26 თებერვალს მოხდა. ვაშინგტონში მცხოვრებმა დევიდ კემპბელმა საკუთარი ცოლი და ნაშვილები ორი ბიჭი, ტორი და კუინინი, რომლებიც 16 და 18 წლის იყვნენ, დახოცა. ბოროტმოქმედის მსხვერპლი გახდა კიდევ ერთი გოგო, რომლის სახელი ჯერჯერობით არ ვრცელდება.
თავდამსხმელმა თვითონ განუცხადა პოლიციას მომხდარის შესახებ. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მამაკაცთან მოლაპარაკება აწარმოეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ მომხდარის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. “ჩვენ ღრმად შევშფოთდით იმის გამო, რომ აზიაში ნაშვილები ორი ბიჭი ვაშინგტონის შტატში გამართულ სროლებს ემსხვერპლნენ. ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვეძებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით” – განაცხადა უწყებამ.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახდო შეღავათები შეუნარჩუნდებათ
შემდეგი სტატიასირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ანულირებულია