აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსის მოვალეობის შემსულებელს მარკ ვოლშს.

ასლების გადაცემას ესწრებოდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, კონტრტერორიზმის კოორდინატორის მთავარი მოადგილე ალინა რომანოვსკი და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი ასპექტები.

აშშ-ის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

“დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების 25-წლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის მომავალი ოთხი წლის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა არათუ შენარჩუნდება, არამედ გააქტიურდება და გაძლიერდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით”,-ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტისა” და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება