აშშ-ში რესპუბლიკელების მესამედმა დისნეის აგრაბის დაბომბვას დაუჭირა მხარი

აშშ-ში რესპუბლიკელების მესამედმა დისნეის აგრაბის დაბომბვას დაუჭირა მხარი

აშშ-ში რესპუბლიკელების მესამედმა დისნეის აგრაბის დაბომბვას დაუჭირა მხარიამერიკულმა სამსახურმა Public Policy Polling სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა რესპუბლიკური პარტიის მომხრეებს შორის. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ამერიკელების 30%, რომლებიც რესპუბლიკელების მხარდაჭერას აპირებენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თანახმაა აგრაბი დაიბომბოს – გამოგონილი ქალაქი, სადაც ალადინის თავგადასავალია მოთხრობილი – ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოკითხულთა 57%-მა ეჭვი გამოთქვა დაბომბვაზე, 13% კი წინააღმდეგ გამოვიდა. ამასთანავე, აგრაბისადმი ყველაზე მეტად აგრესიული დამოკიდებულებით დეპუტატობის აკნდიდატის დონალდ ტრამპის მომხრეები (41%) გამოირჩეოდნენ, მეორე ადგილზე 34%-ით რიკ სანტორუმეს მომხრეები, მესამეზე 33%-ით – კრის კრისტის მომხრეები.

სოციოლოგებმა ანალოგიური შეკითხვა დაუსვეს დემოკრატიული პარტიის მომხრეებსაც. მათ შორის ზღაპრული ქალაქის დაბომბვას მხარი დაუჭირა 19%-მა, 36% კი – წინააღმდეგ გამოვიდა.
Public Policy Polling-მა გამოკითხულებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ, ასევე ტრამპის გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ აშშ-ში მუსლიმების შეშვება უნდა აიკრძალოს. გამოკითხულთა 54%-მა სკანდალურ პოლიტიკოსს მხარი დაუჭირა, 25%-მა ეჭვი გამოთქვა და 21% – წინააღმდეგ გამოვიდა.

სრულმეტრაჟიანი ნახატი ფილმი “ალადინი” დისნეის სტუდიამ “ათას ერთი ღამის” მოტივებზე გადაიღო.

banner
წინა სტატიაშიქედაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატია,,სურათი კატასტროფულია” – რეგიონებში მთავრობის წევრთა ნათესავების დასაქმების დინამიკა