აშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოკლული დავით კანდელაკის საქმეზე ბრალდებული ტეხასში დააკავეს. ამის შესახებ Associated Press წერს.

გამოცემის ცნობით, ტეხასში დაკავებული მამაკაცი ბრალდებულია ორი ადამიანის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები გასულ კვირას კენტუკიში საცხოვრებელ სახლში იპოვეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ვინმე აარონ ერნანდესი. მას ბრალად ედება მკვლელობა და ნივთიერი მტკიცებულებების ფალსიფიცირება.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულს ჯოშუა რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მიმდინარეობს გამოძიება.

ჯოშუა რაისი და დავით კანდელაკი 18 იანვარს, ლუისვილში, აბიგეილ დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭანტურია: გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის მოადგილე პრადად სთხოვდა
შემდეგი სტატიაბათუმში მამაკაცი დაჭრეს