აშშ-ში ქარბუქის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ქარბუქის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ქარბუქის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპააშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შედეგად დაახლოებით 18 ადამიანი დაიღუპა. უმეტესი მათგანი ემსხვერპლა ქარბუქს – წერს Associated Press-ი.
ქვეყნის დასავლეთით ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა და ამასთანავე დაახლოებით 90 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა, ათობით ათასი ადამიანი გაიჭედა გზაში. გაწყვეტილია ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს შორის სატრანსპორტო შეტყობინებები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარდა მიწისქვეშა სეგმენტისა.
გუშინ რეგიონში დაახლოებით 4400 ავია-რეისი გადაიდო. სულ გუშინ და დღეს – 6300 რეისი.
შტორმის შედეგად პრობლემები შეექმნათ ელექტროგადამცემ ხაზებსაც.
ცუდი ამინდი შენარჩუნდება დღესაც.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიის ციხიდან ასამდე პატიმარი გაიქცა
შემდეგი სტატიაკერი: სირიის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება