აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტისას ორმხრივი შეხვედრების დაგეგმვა მიმდინარეობს

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 31 მარტს გაემგზავრება.

ფხალაძის თქმით, პრეზიდენტის აშშ-ში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამგზავრება მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა.

“31 მარტს ვაშინგტონში იმართება ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება, სადაც მას ბუნებრივია, გარდა ამ სამიტზე მონაწილეობისა, ექნება ორმხრივი შეხვედრები. ამჟამად მიმდიანრეობს მუშაობა პროგრამაზე, ორმხრივი შეხვედრების დაგეგმვაზე, დელეგააციის შემადგენლოაბზე, რის შემდეგაც დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება საზოაგდოებას”, – განაცხადა ფხალაძემ

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4921 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაქართული სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა