აშშ-ში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ნიუ-იორკში 31 ოქტომბერს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,   პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, (ISIS) აიღო.
ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ დაეშის ,,ისლამურმა სახელმწიფომ,,  ყოველკვირეულ გაზეთ “Al Naba”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენის უბანში, 29 წლის უზბეკი წარმოშობის მოქალაქე სეიფულლო საიპოვმა, რომელსაც ე.წ. ,,მწვანე ბარათით, (Green Card) აშშ-ში ბინადრობის უფლება ჰქონდა,  სატვირთო ავტომანქანით ჯერ მგზავრებს გადაუარა, შემდეგ ველოსიპედისტთა ბილიკზეც შევარდა და  მანქანიდან გადმოსულმა ირგვლივ მყოფებს რევოლვერით ცეცხლი გაუხსნა… თუმცა, პოლიციამ იგი ჯერ დაჭრა და შემდეგ დააკავა. ამ ტერაქტის კვალდაკვალ ტრამპმა ამერიკის საზოგადოებას სავიზო ცვლილების გადახედვას შეჰპირდა, ხოლო მკვლელისთვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაში აშშ-ს  წვრთნები კორეაში ფხენიანმა ბირთვული ომის სამზადისად შეაფასა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ნაკრებმა დომინოში მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა