აშშ-ში მოკლული 14 ადამიანი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერაქტის მსხვერპლია…

აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინიოში 2 დეკემბერს განხორციელებულ თავდასხმას, რომლის დროსაც შავი ნიღბებით და ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა ცოლ-ქმარმა, სახელმწიფო მოხელეთა წინასაახალწლო ღონისძიების მონაწილე  14 ადამიანი მოკლა და 20 დაიჭრა, გამოძიების  ფედერალურმა ბიურომ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენები საიდ ფარუკი (ქმარი) და თეშფინ მალიქი (ცოლი), რომლებიც პოლიციასთან შეტაკების დროს, იმავე დღეს ლიკვიდირებულნი იყვნენ,  ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, კავშირში არიან ეჭვმიტანილები… გამოძიების ცნობით,  ტერაქტის ერთ-ერთ მომწყობს -პაკისტანის მოქალაქე თეშფინ მალიქს (ცოლი) ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ფიცი აკავშირებდა, რაც სოციალურ ქსელში მისი გვერდის შესწავლით გახდა ცნობილი… გარდა ამისა, იკვეთება აშშ-ს მოქალაქის საიდ რიზვან ფარუკის (ქმარი) კავშირები აშშ-ს მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილ სხვა პირებთან.

აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმრის სახლში, ჩხრეკის შედეგად გამოძიებამ 3 ათასამდე ვაზნა და 12-მდე  ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსული სამყარო ქართულ მიწაზე – ტყვარჩელის აპოკალიფსი (ფოტოალბომი)
შემდეგი სტატიამსოფლიო ლიდერების სახელმწიფო ავტომანქანები (ფოტოალბომი)