აშშ-ში, მექორწილებს ხე დაეცათ

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ ინფორმაცია ლოს-ანჯელესის სახანძრო დაცვის „ტვიტერის“ ბლოგზე გამოქვეყნდა.
შემთხვევა გუშინ, პარკ პენში მოხდა. როცა უზარმაზარი ხე მოულოდნელად წაიქცა, მის ქვეშ ოცი ადამიანი იდგა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები დაუყოვნებლივ მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფას გადარჩენილი ფეხბურთელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებს იხსენებს
შემდეგი სტატიატრამპმა ჩინეთს ურჩევს, გატაცებული დრონი თავისთვის დაიტოვოს