აშშ-ში ეშმაკის ბორბლიდან 3 ბავშვი ჩამოვარდა

აშშ-ში ეშმაკის ბორბლიდან 3 ბავშვი ჩამოვარდა

4აშშ-ში ეშმაკის ბორბლის კაბინადან სამი ბავშვი გადმოვარდა -ინფორმაციას  ABC News-ი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი გუშინ გვიან ღამით, ტენესის შტატის გვინვილში, ატრაქციონ Green County Fair-ზე მოხდა. პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ატრაქციონის ერთ-ერთი კაბინა ამოყირავდა, რომლის შედეგადაც მასში მყოფი ბავშვები 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ორი მათგანი თვითმფრინავით გადაიყვანეს ჰოსპიტალში, ერთი – სასწრაფო დახმერების მანქანით.
ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია, რა შეიძლებოდა მომხდარის მიზეზი ყოფილიყო.
გასართობი პარკის რამდენიმე ატრაქციონი დაიკეტა.

ადმინისტრაციამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომ “ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო”.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიასავჩენკომ პოროშენკოს მეუღლეს სამხედრო ტყვეების გაცვლაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა