აშშ-ში 11 სექტემბრის გამო საუდის არაბეთის წინააღმდეგ პირველი საჩივარი შეიტანეს

სტეფანი როს დესიმონმა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპული სამხედროს ქვრივია, საუდის არაბეთის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა – “ბლუმბერგი” წერს.
ეს პირველი საჩივარია მას შემდეგ, რაც აშშ-ს კონგრესმა პრეზიდეტ ბარაკ ობამას ვეტო, რომელიც მან კანონს დაადო, დაძლია.
თავის საჩივარში სამხედროს ქვრივი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთი მხარს უჭერდა ტერორისტებს, რომლებმაც აშშ-ში ტერაქტები მოახდინეს, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ამერიკელი გარდაიცვალა.
საჩივარს ხელს აწერს ასევე, დაღუპული სამხედროს ქალიშვილი – ისინი, ორივე კონპენსაციას ითხოვენ საუდისგან.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბრის 19 თავდამსხმელი ექსტრემისტიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო. ერ-რიადი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატია(video) ბილ კლინტონმა ობამას საპრეზიდენტო თვითმფრინავში ალოდინა