აშშ-ს  წვრთნები კორეაში ფხენიანმა ბირთვული ომის სამზადისად შეაფასა

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ აშშ-ს მიერ ჩატარებული წვრთნები დაგმო და განაცხადა, რომ ამერიკა ბირთვული ომის დაწყების გზებს ეძებს.
როგორც ცნობილი ხდება, აშშ-მ კორეის ნახევარკუნძულზე, წყნარი ოკეანის აუზში მდებარე ბაზიდან აფრენილი საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩაატარა.
სამხრეთ კორეელი სამხედრო უფლებამოსილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამერიკის გუამის კუნძულიდან აფრენილი B-1B ტიპის 2 მძიმე ბომბდამშენის და სამხრეთ კორეის F-16 საბრძოლო თვითმფრინავის მონაწილეობით სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე რეგიონში წვრთნები ჩატარდა.
ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 5-14 ნოემბერს აზიის ტურნეში გაემგზავრება, რომლის ფარგლებშიც იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს და ფილიპინებს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აფხაზეთში საბაჟო პოსტი გახსნა
შემდეგი სტატიააშშ-ში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო