აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთის ზეწოლისკენ მოუწოდა

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოში ნიკი ჰეილიმ საბჭოს წევრებს რუსეთის ზეწოლისკენ მოუწოდა. “ბევრი თქვენგანი ამბობდა, რომ სირიის რეჟიმზე ზეწოლაა განსახორციელებელი. სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის. ჩვენ რუსეთზე უნდა გავაკეთოთ ზეწოლა, რადგანაც რუსეთი მფარველობს სირიის რეჟიმს. ყველა ყურადღება და ყველა ზეწოლა ახლა რუსეთისკენ უნდა იყოს მიმართული, იმიტომ, რომ თუკი მათ მოუნდებათ, ისინი ბოლოს მოუღებენ ამას” – თქვა ჰეილიმ.
სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილონდონში ბრიტანეთის პარლამენტთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაფრანგმა პოლიციელმა შემთხვევით მეწყვილე მოკლა