აშშ-ს სპეცსამსახური ტრამის სიტყვებს, მისი ტელეფონის მოსმენის შესახებ, უარყოფს

ბარაკ ობამას დროს ამერიკის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრალდება, საპრეზიდენტო რბოლის დროს მისი ტელეფონის მოსმენის შესახებ, უარყვეს. New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომმა იუსტიციის სამინისტროს თხოვნით მიმართა ტრამპს უპასუხოს და უარყოს მისი ეჭვები. იუსტიციის სამინისტრო ჯერჯერობით დუმს – წერს “ბიბისი”.

უფრო ადრე, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ ტრამპს და მის წინასაარჩევნო შტაბს არავინ უსმენდა გასული წლის საარჩენო კამპანიისას.

როგორც კლეპერმა ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” ეთერში განაცხადა, არ არსებობს არც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება “ტრამპ-თაუერის” მოსმენის შესახებ, სადაც წინასაარჩევნოდ ტრამპის შტაბ-ბინა იყო განთავსებული. კლეპერი თანამდებობიდან ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადადგა. მან თქვა, რომ სპეცსამსახურები ტრამპს არ უთვალთვალებდნენ არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, როცა ის არჩეული პრეზიდენტი გახდა. “მე ვერ გეტყვით მთელი ხელისუფლების ან ადგილობრივი მთავრობების სახელით” – დაამატა მან.

დონალდ ტრამპმა ობამას მისამართით ბრალდება გასულ შაბათს გააჟღერა.
“საშინელებაა! ეს წუთია გავიგე, რომ ობამამ ტრამპ-თაუერის მოსმენები გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ვერაფერი იპოვა. ეს მერკანტილიზმია” – დაწერა ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე. მან კონგრესის დაზვერვის კომიტეტს სთხოვა ეს შეტყობინება გადაამოწმონ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილის განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე – ”გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი”