აშშ-ს სპეცსამსახურები CIA, FBI, NSA, DIA – რუსულ ,,კასპერსკიზე,, უარს ამბობენ

,,ამერიკული სადაზვერვო საზოგადოება თვალყურს ადევნებს ,,კასპერსკის ლაბორატორიას,, და მის პროგრამულ უზრუნველყოფებს,, განაცხადა აშშ-ს სენატისა და კონგრესისი სპეცკომისიის მოსმენებზე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტამა ვინსენტ სტიუარტმა.
,,რამდენადაც მე ვიცი, დაზვერვის უწყებებში არავინ სარგებლობს ,,კასპერსკის,, პროგრამული უზრუნველყოფით,, განაცხადა სტიუარტმა.
მოსმენაზე მყოფმა კიდევ ერთი სამსახურის – ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს კიბერსარდლობის ხელმძღვანელმა მაიკლ როჯესმა განაცხადა, რომ პირადად მუშაობს ,,კასპერსკის,, პრობლემაზე.
მოსმენაზე მყოფმა სენატორმა და საპრეზიდენტო მარათონის მონაწილე რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ, აშშ-ს უსაფრთხოების ოთხივე სამსახურის (CIA, FBI, NSA, DIA) უფროსს ერთი კითხვა დაუსვა: ამართლებენ თუ არა ისინი ამერიკელთა მიერ ,,კასპერსკის,, გამოყენებას…? რაზეც ოთხივემ უპასუხა – არა!

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუკრაინის სახელმწიფო ტვ-ს დირექტორი ზურაბ ალასანია ტრანსლაციაზე უარს ამბობს