აშშ-ს სენატმა ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად დანიშნა

17 მაისს აშშ-ს სენატმა ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად დანიშნა. ჰასპელი 2017 წლის თებერვლიდან უწყების დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2018 წლის მარტში ის დონალდ ტრამპმა წარადგინა სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე. ჰასპელი 61 წლის არის. ის ამერიკული დაზვერვის ვეტერანია და მისი პირადი ცხოვრების და კარიერის უმეტესი ნაწილი გასაიდუმლოებულია.
ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პირველი ქალი დირექტორია.

თავისი კარიერის 33 წელი ჰასპელი აგენტად მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოშიც და საზღვარგარეთაც, კერძოდ კი, ლონდონში. ჯორჯ-ბუშ უმცროსის დროს ჰასპელი აშშ-ს საიდუმლო ციხეებზე იყო პასუხისმგებელი.

უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ის დაკითხვებში, რომელიც ამერიკელმა უფლებადამცველებმა შეაფასეს როგორც წამება, მაგრამ ცნობილია, რომ ამ დაკითხვების ჩანაწერების განადგურება ჰასპელის გადაწყვეტილება იყო.
ზუსტად ეს ფაქტები და მუქი ლაქები ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროში პირველი ხელმძღვანელი ქალის ბიოგრაფიაში, სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის.
მოქმედი პროცედურის მიხედვით, სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელი თანამდებობის კანდიდატები სენატში მოსმენებს გადიან, რომლის დროსაც კარიერიდან ყველაზე უხერხულ შეკითხვებზე უწევთ ხოლმე პასუხის გაცემა, ასევე, მუშაობის მომავალ ხედვებზე, მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
დახრჩობის იმიტაციისა და ინფორმაციის მიღების მსგავსი მეთოდების გამოყენება ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელებისთვის ძალიან მწვავედ დგას მას შემდეგ, რაც მსოფლიო საზგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ს საიდუმლო ციხეების შესახებ, სადაც, “ალ-ქაიდას” ტერორისტები აბდ ალ-რახიმ ალ-ნაშიდი და აბუ ზუბაიდა ყავდათ დამწყვდეული.
ეს უკანასკნელი, საჯარო ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეში ყავდათ ტაილანდში, რომელსაც “კატის თვალს” ეძახდნენ. იქ მას, აშშ-ს სენატის მოხსენების მიხედვით, 83-ჯერ გაუკეთეს დახრჩობის იმიტაცია, რომლის შემდეგადაც მან გარეგან გამაღიზიანებლებზე რეაგირება შეწყვიტა, მის ფილტვებში იყო წყალი, დაკარგა მარჯვენა თვალი და მისი სიცოცხლე დიდი ხანი იყო საფრთხის ქვეშ.

არ არის ზუსტად ცნობილი, ამ წამებაში მონაწილეობდა თუ არა ჰასპელი, მაგრამ საიდუმლო ციხეები მას ექვემდებარებოდა.
ჯონ სიფრონის ინფორმაციის თანახმად, რომელიც Human Rights Watch-ის უფროსი თანამშრომელია, მოგვიანებით, 2005 წელს, დაკითხვების შესახებ ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება ჰასპელმა და მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ხოსე როდრიგესმა მიიღეს, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი იყო.
2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვეტილება მიიღო არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა სამმართველოს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც დაკითხვებში მონაწილეობდნენ, ამასთანავე, აკრძალა ყველა სახის წამება დაკითხვისას.
2016 წელს დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ აღადგენს დახრჩობის იმიტაციას და ასევე “სხვა უარეს რამეებს”.

უკვე 2017 წელს, მოსმენებზე, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელად მაიკ პომპეოს დანიშვნასთან დაკავშირებით, მას დემოკრატმა სენატორმა დაიან ფაინსტინმა პირდაპირ კითხა, დაიწყებს თუ არა ის პატიმრების წამებას, თუკი ამას აშშ-ს პრეზიდენტი მოისურვებს. პომპეომ უპასუხა: “ცხადია, არა”.
ვაშინგტონელი ექსპერტები ჰასპელს უკვე უწინასწარმეტყველებენ უფრო ხანგრძლივ და ნაკლებად სასიამოვნო დიალოგს ამ თემაზე სენატთან. ამასთანავე, საეჭვოა, შეძლებს თუ არა ის დეტალურად უპასუხოს შეკითხვებს საიდუმლო ციხეებში პატიმრების წამებაზე – ეს ინფორმაცია ისევ გასაიდუმლოებულია, მოსმენები კი ღიაა მედიისა და საზოგადოებისთვის.

ჰასპელსა და ამერიკის სენატს ძველი და რთული ურთიერთობა აქვთ – ყოფილი აგენტი 2013 წელს ერთ ნაბიჯზე იყო ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში აგენტურის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მაშინ ის ამ პოსტზე უწყების ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა წარადგინა. ჰასპერის უშუალო მოვალეობაში შევიდოდა მსოფლიოში საიდუმლო ოპერატიული მუშაობა, მაგრამ დაზვერვის კომიტეტის წევრმა-სენატორებმა უარი თქვეს ისეთი ადამიანის დანიშვნაზე, რომელიც წამების პროგრამასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ეს თანამდებობა სხვამ მიიღო.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დაარსებიდან, 1947 წლიდან მამაკაცები ხელმძღვანელობენ. სტატისტიკურად სტრუქტურაში ქალები უმცირესობაში იყვნენ, კარიერულ დაწინაურებასა და თანაბარ ხელფასებზე საუბარი 50-იანი წლებიდან დაიწყო. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველომ არა მხოლოდ აღიარა გენდერული თანასწორობა, არამედ, სერიოზულად მიუდგა ხელფასების მომატებასა და ორივე სქესის კარიერულ ზრდაზე ზრუნვას.
90-იანებში ბევრმა ქალმა თანამშრომელმა შეიტანა სასამართლოში სარჩელი სექსუალური დისკრიმინაციის შესახებ. მიმდინარე მომენტში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში თანამშრომლების 50% ქალია.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებზე – გამოგონილ პერსონაჟებზე გადაღებულია არა ერთი ფილმი და სერიალი – “მიზანი ნომერი ერთი”, “სამშობლო”, “ქალბატონი მდივანი” და სხვა. მაგრამ უწყების ისტორიაში რეალური გმირებიც არსებობდნენ.

ვირჯინია ჰოლი, რომელსაც მეტსახელად “კოჭლ ქალბატობს” ეძახდნენ, ცნობილი გახდა საფრანგეთში მუშაობით. ის სტრატეგიული განყოფილების ოფიცერი იყო – სამმართველოს წინამორბედი უწყება მეორე მსოფლიო ომამდე. “კოჭლს ქალბატონზე” გესტაპოს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ მან საფრანეთის მთებიდან ესპანეთში შეძლო გადასვლა, შემდგომში კი მისი სახელი უწოდეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთ შენობას.

კიდევე ერთი აგენტი – ელიზაბეტ მაკინტოში, ჟურნალისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პროპაგანდის განყოფილებაში მუშაობდა აზიაში.
ჯინ ვერტეფეიმ, დაიან ვორსენმა და სენდი გრაიმმა ცივი ომის დროს უწყების შიგნით ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახსნეს – აღმოაჩინეს ორმაგი აგენტი, რომელიც რუსებს ინფორმაციას აწვდიდნენ, კერძოდ, კი, საუბარია “კროტზე” – ოლდრიდ აიმსზე.

სამხრეთ კაროლინელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ ჰასპელს “ასე თუ ისე, იმ პერიოდზე (წამებებზე) მოუწევს პასუხის გაცემა, მაგრამ ვთვლი, რომ ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. ამასთანავე, გასულ წლებში ნებადართული პროგრამა უკვე უკანონოა. პრობლემა, რომელსაც მე ვხედავ ჰასპელში, არის ის, რომ მას რაღაც ფორმით შეუძლია ისევ განაცხადოს, რომ მას ამის გაკეთება ისევ შეუძლია”.

ჯამილ ჯაფერმა, რომელიც სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული კავშირის ყოფილი ხელმძღვანელია, თავის “ტვიტერში” დაწერა: “ჰასპელი – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სამხედრო პროსტიტუტია”.
სენატორმა რიჩარდ ბერმა, რომელიც სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა, ჰასპელზე თქვა, რომ მას პირადად იცნობს და რომ მას აქვს ყველა ის თვისება, გამოცდილება და გონიერება, რომ შეძლოს სამთავრობო აგენტების ხელმძღვანელი გახდეს: “მე ვამაყობ მისი მუშაობით, მე მის ნომინაციას მხარს ვუჭერ” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში მანდატურის სამსახურის რეფორმაზე
შემდეგი სტატიაერაყში რუსეთის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს