აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა რუსი მირონოვის დაკავების გამო შეკითხვები სომხეთში გადაამისამართა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა რუსი მირონოვის დაკავების გამო შეკითხვები სომხეთში გადაამისამართა

5აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ელიზაბეტ ტრიუდო ერევანში რუსეთის მოქალაქე სერგეი მირონოვის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს – “ამ საკითხზე გირჩევთ ადგილობრივ მთავრობას მიმართოთ” – განაცხადა ტრიუდომ.

რუსეთის მოქალაქე სერეგი მირონოვი, რომელიც იარაღის ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, გუშინ ერევანში აშშ-ს მოთხოვნით დააკავეს.
მირონოვი და მისი ცოლი, რომლებიც მოსკოვიდან ერევანში ჩაფრინდნენ, აეროპორტში დააკავა სომხეთის უშიშროების სამსახურმა – ამბობს ადვოკატი კარენ ნერსესიანი. იურისტმა დაამატა, რომ მირონოვს საიდუმლო ტექნოლოგიებამდე წვდომა არა აქვს და ერთ-ერთ კომპანიაში ჩვეულებრივ პროგრამისტად მუშაობს.
მირონოვი მიმდინარე მომენტში იზოლატორშია.
მისი აშშ-ში ექსტრადაცია, სავარაუდოდ, 29 აგვისტოს მოხდება.

banner
წინა სტატიაშიინდონეზია: სტუდენტმა საკვირაო ლოცვისას ეკლესიის აფეთქება სცადა
შემდეგი სტატიავაშაძე-ჯანყარაშვილის შეხვედრა ჩაქვში (ფოტო)