აშშ-ს საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს

ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კორტნი ოსტრინი ესტუმრნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უნივერსიტეტს და მის საქმიანობას. განხილულ იქნა აშშ-ს საელჩოსა და შზსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელსაც დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. აშშ-ს საელჩოს დიდი წვლილი მიუძღვის შზსუ-ს ამერიკანისტიკის პროგრამის დაარსებასა და განვითარებაში. საელჩოს მხარდაჭერით ხშირად ხორციელდება მოწვეული სტუმრების მიერ სემინარების ორგანიზება და ამერიკელი პროფესორების მიერ ლექციების ჩატარება. აშშ-ს საელჩოს ინიციატივით უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის ცენტრს ყოველწლიურად გადაეცემა სხვადასხვა სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა. უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება ამერიკანისტიკის მიმართულების საერთაშორისო კონფერენციები, სადაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას აშშ-ს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები. ამერიკანისტიკის მიმართულების წარმატებული კურსდამთავრებულები სტაჟირებას გადიან და საქმდებიან აშშ-ს საელჩოში.

საუბრისას, აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტს მომავალი პროექტების განხორციელებაში. უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, ასევე საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება გერმანიაში
შემდეგი სტატიათურქულმა არმიამ ამბოხების მცდელობაში გამოყენებული ტექნიკა დაითვალა