აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატზე დაპატიმრების ორდერი გაიცა

ჩრდილოეთ დაკოტას შტატში აშშ-ს პრეზიდენტბის ერთ-ერთ კანდიდატზე მწვანეთა პარტიიდან ჯილ სტაინზე დაპატიმრების ორდერი გაიცა – ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
სტაინს ბრალად ედება სამშენებლო ტექნიკაზე საღებავების მისხმა მილსადენი Dakota Access-ის მსენებლობის პროტესტის ნიშნად.
საქმის მასალების მიხედვით, სტაინს “საკუთრების დაზიანებისა” და “ხულიგნობის” მუხლები წაუყენეს. იგივე ბრალდებები წაუყენეს მის თანამებრძოლს აჟამ ბარაკს.

სტაინი აქტივისტმა ეკოლოგებმა მოიწვიეს აქციაზე იმისთვის, რომ მას საკუთრი აზრი ეთქვა მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. სტაინმა წითელი საღებავით წარწერა გააკეთა : “პოზიციას ვეთანხმები”.

ამ მხარეში ინდიელი ტომები ცხოვრობენ, რომლებიც მილსადენის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ტომის ბელადები ამბობენ, რომ მილსადენი წმინდა ადგილებს და წმინდა წყალს დააბინძურებს.

სტაინი 2012 წლის 16 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დებატებზე შეღწევის მცდელობისთვის დააპატიმრეს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების ძირითადი კანდიდატები არიან რესპუბლკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი. მათ გარდა, პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიან სტაინი და ლიბერტარიანელი გერი ჯონსონი.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია შეიტანა
შემდეგი სტატია“რესპუბლიკელების” პირველი ათეული ცნობილია