აშშ-ს პირველი ლედი – ვინ არის ის

აშშ-ს ახალი პირველი ლედი 46 წლის სლოვენური წარმოშობის ფოტომოდელი, საიუველირო სამკაულების დიზაინერი მელანია ტრამპი გახდა.
მელანია კნავსი 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა ყოფილ იუგოსლავიაში, პოსავიეს რეგიონში, სევნიცში, ახლანდელი სლოვენია. მელანიას მამა ვიქტორ კნავსი ნახმარი მანქანების გადაყიდვით იყო დაკავებული, დედა ამალია კი – ტექსილის ფაბრიკაში მუშაობდა.
მელანიამ სწავლა პირველი კურსიდანვე მიატოვა, სადაც არქიტექტურას ეუფლებოდა და თავისი კარიერა სრულად მოდელობას დაუთმო, ამიტომ, ის მილანში გადადის საცხოვრებლად. შემდეგ მუშაობდა პარიზში.

მელანია და დონალდ ტრამპმა ერთმანეთი 1998 წელს მანჰეტენში ერთ-ერთ საღამოზე გაიცნეს. ტრამპმა მოდელს, რომელიც მასზე 24 წლით ახალგაზრდაა, ტელეფონის ნომერი სთხოვა, თუმცა, მელანიამ მას უარი უთხრა, რადგანაც, ტრამპი ძალიან მთვრალი იყო, თუმცა, მალე ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. წყვილს 2006 წელს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ბერონ უილიამ ტრამპი ქვია. ის დონალდ ტრამპის მეხუთე შვილია.

 

62646869676663

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს მოუწოდებს 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს
შემდეგი სტატიაWSJ: ობამამ ტრამპთან ფოტოსესია გადადო