აშშ-ს მკაცრი მუქარა რუსეთს და ირანს…

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, მკაცრი ზომებით დაემუქრა რუსეთს და ირანს, თუ ისინი სირიაში ასადის რეჟიმის დასაცავად ბლოკს შეკრავენ…

,,თუ რუსეთი და ირანი ბლოკს შეკრავენ ასადის დასაცავად რათა პროცესი უბრალოდ  წარუმატებლობისთვის გასწირონ,  ჩვენ გვეცოდინება ვინ წარმოადგენს ჩვენთვის პრობლემას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მოქმედების ნაკლები ვარიანტები და მოგვიწევს წავიდეთ რაიმე მკაცრ ზომებზე,, განაცხადა კერიმ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე. მისივე განცხადებით, აშშ თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება დაუშვას… ,,რადგან ეს, აშშ-ს და მთელი ევროპის უსაფრთხოებას დაემუქრება,,

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კოალიცია უახლოეს ხანებში გააძლიერებს სირიაში ისლამისტთა პოზიციების დაბომბვებს… ,,მნიშვნელოვანია, რომ არასტაბილურობა სირიაში, არ გასცდეს მის საზღვრებს,, განაცხადა კერიმ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიტერაქტი ლონდონის მეტროში…(VIDEO)
შემდეგი სტატიათურქეთში უზბეკური ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა აღკვეთეს…