აშშ-ს კონგრესთან ასობით პროტესტანტი დააკავეს

ვაშინგტონში კაპიტოლიის პოლიციამ კონგრესთან საპროტესტო აქციის 400 მონაწილე დააკავა – პოლიციის პრეს-სამსახური ავრცელებს. დაკავებულთაგან უმეტესობას სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.

Fox News-ის ცნობით, დემონსტრანტები სკანდირებდნენ “ერთი ადამიანი, ერთი ხმა” და “ფული შორს პოლიტიკიდან”.
აქციას “დემოკარტიული გაზაფხული” ერქვა და მისი ორგანიზატორი დაახლოებით აქტივისტთა 100-მდე ჯგუფი იყო, რომლებიც აშშ-ს პოლიტიკაზე ფინანსური კორპორაციების ზეგავლენის შემცირებას მოითხოვენ.

აქცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, 2 აპრილს ფილადელფიაში დაიწყო – ისინი ფეხით ჩავიდნენ ვაშინგტონში. მიუხედავად დაკავებებისა, აქციის მშვიდობიანი ხასიათი ბოლომდე შენარჩუნებული იყო.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში უცხოური სპეცსამსახურების კვალს ხედავს
შემდეგი სტატიაბრიუსელში პარიზის ტერაქტების საქმეში კიდევ სამი ადამიანი დააკავეს